2026 წლის ფავორიტი, ზოდიაქოს 4 ნიშანი, რომელიც ჯეკპოტს მოიგებს - ასტროლოგების პროგნოზი
1765822267
დღეს, ოზურგეთის მერიაში მორიგი სხდომა გაიმართა. მერმა, ავთანდილ თალაკვაძემ, მერიის სხდომაზე ახალი პროექტები და ინიციატივები წარადგინა.
„მინდა დავიწყო ყველასათვის მნიშვნელოვანი საკითხით - სკოლებით და სასკოლო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებით. მოგეხსენებათ, ჩვენი ხელისუფლების პირობებში, ოზურგეთში აშენდა ახალი, ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისი სკოლები, ასევე კაპიტალური რეაბილიტაცია ჩაუტარდა არაერთ სკოლას. საქართველოს პრემიერ მინისტრის და განათლების სამინისტროს მხარდაჭერით იგეგმება ათზე მეტი სკოლის მშენებლობა და რეაბილიტაცია ჩვენს მუნიციპალიტეტში. კონკრეტული სკოლები უკვე პრიორიტეტულად განიხილება და უახლოეს პერიოდში ამასთან დაკავშირებით მეტ ინფორმაციას მოგაწვდით. თანამედროვე სკოლები ჩვენი ბავშვებისთვის პრიორიტეტია და ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროექტები იგეგმება,“- აღნიშნა ავთანდილ თალაკვაძემ.