1753472993
ტყიბულში სახელოვნებო სივრცეების სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულების ეტაპზეა

ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით ჩერქეზიშვილმა, ქალაქში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებზე მონიტორინგი განახორციელა.
მერი ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად ვიზუალური ხელოვნებისა და ინოვაციების სკოლის მოწყობისა და მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის გარე ფასადისა და ამფითეატრის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო.
პროექტით გათვალისწინებულია სასახლის გარე ფასადის, მისასვლელი კიბეების, ამფითეატრის სცენის, დასაჯდომი ადგილების, ფასადის კედლის დეკორატიული მოწყობა ეკლარის ქვით, სასახლის კიბეების ტრავერტინითა და ბაზალტის ფილებით მოპირკეთება. 350 000 ლარის ღირებულების სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება.
ვიზუალური ხელოვნებისა და ინოვაციების სკოლის მოსაწყობად შენობის სრული რეაბილიტაცია ხორცილედება, გარე და შიდა ინტერიერის განახლებითა და ეზოს კეთლმოწყობით.
პროექტი, ტყიბულის მუნიციპალიტეტის თანადაფინანსებით, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების(GIZ) მიერ განხორციელებული საგრანტო პროგრამის ფარგლებში მიმდინარეობს, რომლის ღირებულება 469 700 ლარს შეადგენს. შენობა ადაპტირებულია შშმ პირთათვის.
აღსანიშნავია, რომ რეაბილიტირებულ შენობაში უახლოეს მომავალში ტყიბულის სამხატვრო სკოლა განთავსდება.