ტყიბულის მუნიციპალიტეტში, ტყიბული-სოჩხეთის შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზის 9 კილომეტრიანი მონაკვეთის ასფალტო-ბეტონის საფარით რეაბილიტაცია დასრულდა

ტყიბულის მუნიციპალიტეტში, ტყიბული-სოჩხეთის შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზის 9 კილომეტრიანი მონაკვეთის ასფალტო-ბეტონის საფარით რეაბილიტაცია დასრულდა

ტყიბულის მუნიციპალიტეტში, ტყიბული-სოჩხეთის შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზის 9 კილომეტრიანი მონაკვეთის ასფალტო-ბეტონის საფარით რეაბილიტაცია დასრულდა.

პროექტის შესაბამისად, გზის სავალ ნაწილზე ორი ფენა ასფალტო-ბეტონის საფარი და სანიაღვრე არხები მოეწყო. სამუშაოები საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის დაკვეთით განხორციელდა და მისი ღირებულება 6 მილიონ ლარს აჭარბებს.

სამუშაოებს ადგილზე გაეცნო იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული. ლევან ზალკალიანმა ტყიბულის მუნიციპალიტეტის გარდა ინფრასტრუქტურული პროექტები ბაღდათშიც დაათვალიერა. მდინარე ხანისწყლის ხეობაში დასრულდა ნაპირსამაგრის მოწყობა. პროექტის ფარგლებში 5 სოფლის საავტომობილო გზის გამაგრება მოხდა, ასევე უამინდობის შემთხვევაში მდინარის პირას მდებარე სახლების დატბორვის საშიშროება აღარ იქნება.

ასევე მონიტორინგის ფარგლებში სახელმწიფო რწმუნებული ადგილზე გაეცნო ფასადების რეაბილიტაციის, კორპუსების ეზოების მოპირკეთების, სკვერების განახლებისა და სოფლებში მიმდინარე საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოებს.