რა მოსდის პროდუქტებს, როცა მაცივარში ცელოფნის პარკით ინახავთ - სპეციალისტის გაფრთხილება
1775156925
ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით კუბლაშვილმა ბავშვთა აბილიტაცია-რეაბილიტაციის ცენტრში განახლებული სივრცე დაათვალიერა და ახალი სერვისების პრეზენტაციას დაესწრო.
ცენტრის ბენეფიციარები ადრეული განვითარების უფასო სახელმწიფო პროგრამებთან ერთად, მუნიციპალური პროგრამებითაც სარგებლობენ და სამედიცინო და სოციალური რეაბილიტაციის მიმართულებით კვალიფიციურ მომსახურებას ადგილზე იღებენ.
რეაბილიტაციის ცენტრ ,,ნაიოს“ ფილიალი ტყიბულში სამი წელია ფუნქციონირებს და მისი გაფართოება ბულგარეთის საელჩოს ხელშეწყობით მოხდა.
პრეზენტაციის შემდეგ, ღონისძიება ხელოვნების სკოლის დარბაზში გაგრძელდა, სადაც ცენტრის ბენეფიციარებმა შემოქმედებითი კონცერტი გამართეს. ღონისძიებას, ასევე ესწრებოდნენ ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე, მურმან ვერულაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე, იზოლდა ნემსაძე, ადგილობრივი თვითმმართველობისა და ბულგარეთის საელჩოს წარმომადგენლები.