ცნობილია მასწავლებლის ვინაობა, რომელიც ტაბახმელაში, მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს
1773431239
თურქეთის ერთ-ერთ კლინიკაში, თელაველი ახალგაზრდა გარდაიცვალა. 22 წლის მარიამ ხუცაიძეს, საავადმყოფოში, დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში მკურნალობდნენ. ახალგაზრდა ქალი, საავადმყოფოში უბედური შემთხვევის გამო მოხვდა.
ადგილობრივების ინფორმაციით, მეგობართან ერთად დასასვენებლად მყოფი გოგონა აივნიდან გადავარდა. დაცემის შედეგად თავის ტრავმა მიიღო.
თითქმის ერთთვიანი უშედეგო მკურნალობის შემდეგ, მძიმე მდგომარეობაში მყოფი ახალგაზრდა, წუხელ გარდაიცვალა. გარდაცვლილს თელავში, სავარაუდოდ, ხვალ გადაასვენებენ.