21 ახალგაზრდა ღამის კლუბში გარდაიცვალა - რა მოხდა ისთ-ლონდონში

night

სავარაუდოდ, ბანკეტზე 21 ახალგაზრდა გარდაიცვალა. ცხედრებს ღამის კლუბში ისთ-ლონდონის პოლიციამ მიაგნო. ამის შესახებ ინფორმაციას ვაშინგტონპოსტი ავრცელებს.  

მომხდარმა სამხრეთ აფრიკა აალაპარაკა, დაღუპულების ოჯახები ექსპერტიზის შედეგებს ელოდებიან. შინაგან საქმეთა მინისტრმა, ბჰეკი სელემ ადგილობრივ საინფორმაციო არხთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ასაკით ყველაზე პატარა მსხვერპლი 13 წლის იყო და მომხდარს კატასტროფა უწოდა.

"როდესაც მათ სახეებს შევხედე, მივხვდი, რომ საქმე ბავშვებთან გვაქვს", - თქვა სეელმა.

მინისტრს მასობრივი დაღუპვის მიზეზის დაკონკრეტება უჭირს.

"ამ დროისთვის ჩვენ ნამდვილად ვერ ვიტყვით რა მოხდა", - აღნიშნა სეელმა. 

ადგილობრივი გამოცემის Daily Dispatch-ის ცნობით, ცხედრებს ძალადობის კვალი არ აღენიშნება. რეპორტიორები ირწმუნებიან, რომ გარდაცვლილთა ნაწილი სკამებზე, მაგიდების ირგვლივ იპოვეს“,- წერს Daily Dispatch. 

ახალგაზრდები ღამის კლუბში გამოცდების დასრულებას აღნიშნავდნენ. Associated Press-ის ცნობით, ადგილობრივებმა განაცხადეს, რომ კლუბში ალკოჰოლს არასრულწლოვნებზე ყიდდნენ. 

კლუბის მენეჯერმა BBC-თან საუბრისას აღნიშნა, რომ მან ის ადამიანები დაინახა, რომლებიც ერთმანეთის მიყოლებით იატაკზე ცვიოდა.

მისი თქმით, ის დაწესებულების მფლობელს მას შემდეგ დაუკავშირდა, რაც მიხვდა, რომ მსხვერპლის ნაწილი აღარ სუნთქავდა.