„დახლებიდან ეტაპობრივად გაქრება!“ - ქვეყანაში ახალი რეგულაცია ამოქმედდება
1760818784
თელავში მანქანაში დამწვარი კაცი 48 წლის თემო ბუჟაიძეა.
ადგილობრივების ინფორმაციით, მამაკაცს ჯიპის მარკის ავტომანქანაც ჰყავდა და თუშეთის მიმართულებით, მგზავრები გადაჰყავდა.
გარდაცვლილს მეუღლე და ორი არასრულწლოვანი შვილი დარჩა.
შეგახსენებთ, შემთხვევა ცოტა ხნის წინ, სოფელ ლალისყურისა და ქვემო ალვანის დამაკავშირებელ ხიდზე მოხდა.
მერსედესის მარკის ავტომობილი გაზის მილს შეეჯახა და აფეთქდა. მძღოლმა მანქანიდან გადასვლა ვერ მოასწრო და შიგ ჩაიწვა.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია.