1738610084
ცაგერში, მსოფლიო მართლმადიდებელი სამყაროს უდიდესი წმინდანის, მაქსიმე აღმსარებლის ხსენების დღე „მაქსიმობა“ აღინიშნა
საზეიმო წირვა ცაგერის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში, ჭყონდიდის, ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტმა სტეფანემ აღავლინა.
წირვის დასრულების შემდეგ სასულიერო პირებმა, სტუმრებმა, მრევლმა მურის კლდეკარში, წმინდა მაქსიმე აღმსარებლის მონასტერში გადაინაცვლეს, სადაც წმინდანის წმინდა ნაწილებია დაკრძალული. მსვლელობაში მონაწილეობდნენ ქორეოგრაფიულ ანსამბლ ,,ლეჩხუმის" მოცეკვავეები.
მურში აღევლინა პარაკლისი.
სადღესასწაულო ღონისძიებას, მრევლთან ერთად, ესწრებოდნენ რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული, პაპუნა მარგველიძე, რწმუნებულის მოადგილე, ალუდა თუთისანი, ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი, რევაზ ახვლედიანი, მერის პირველი მოადგილე, ვასილ საღინაძე, საკრებულოს თავმჯდომარე, ჭაბუკი ჭაბუკიანი, მოადგილეები- რეზო ხეცურიანი, მარიკა კოპალიანი, გიორგი გუგავა.
სტუმართა შორის გახლდნენ სახელმწიფო რწმუნებული იმერეთის მხარეში, ლევან ზალკალიანი და ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე, მამუკა ხიმშიაშვილი."თუ გონების დანიშნულება შემეცნების განათლებაა, ხოლო ეს ნათელი კი ღვთის სიყვარულით იბადება, მაშინ კარგად უთქვამთ, რომ არაფერია ღვთიურ სიყვარულზე დიადი".წმინდა მაქსიმე აღმსარებელი.