„შენთან ერთად სამყაროს ხელახლა აღმოვაჩენ...“ - რა ფოტოებს აქვეყნებს ილია თოფურიას ყოფილი მეუღლე
1782676800
შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტი იგნასიო კასისი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრას სოციალურ ქსელ “ტვიტერში” ეხმაურება.
იგნასიო კასისი აღნიშნავს, რომ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრაზე საქართველოსა და შვეიცარიის ბრწყინვალე ორმხრივი ურთიერთობები და რეგიონული საკითხები განიხილეს.
'გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის ფარგლებში ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან.
მთავარი განსახილველი საკითხების ჩამონათვალი მოიცავდა: ჩვენს ბრწყინვალე ორმხრივ ურთიერთობებს და რეგიონულ საკითხებს, მათ შორის უკრაინაში მიმდინარე ომს, ევროპის უსაფრთხოებას, ენერგეტიკულ კრიზისს და შვეიცარიის მანდატს საქართველოსა და რუსეთს შორის დამცველი ძალის რანგში”,-აღნიშნავს შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტი.