1732386875
მოხარული ვარ, რომ შევხვდი საქართველოს კარგ მეგობარს, საქართველოსადმი მხარდაჭერა გადამწყვეტია, განსაკუთრებით რეგიონში მიმდინარე პროცესების ფონზე - ილია დარჩიაშვილი
გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი ეუთო-ს თავმჯდომარეს, პოლონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრ ზბიგნევ რაუს შეხვდა.
როგორც ილია დარჩიაშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს, საქართველოსა და პოლონეთის თანამშრომლობა ინარჩუნებს განვითარების კარგ დინამიკას და საქართველო მზად არის, გააძლიეროს იგი შემდგომში.
„მოხარული ვარ, რომ შევხვდი საქართველოს კარგ მეგობარს და მხარდამჭერს, ჩემს პოლონელ კოლეგას ზბიგნევ რაუს. საქართველოსა და პოლონეთის თანამშრომლობა ინარჩუნებს განვითარების კარგ დინამიკას და ჩვენ მზად ვართ, გავაძლიეროთ იგი შემდგომში. პოლონეთის მხრიდან საქართველოს მხარდაჭერა გადამწყვეტია, განსაკუთრებით რეგიონში მიმდინარე პროცესების ფონზე“, – წერს დარჩიაშვილი.
Delighted to meet a good friend & supporter of 🇬🇪, my Polish counterpart @RauZbigniew. 🇬🇪🇵🇱 coop maintains a good momentum of development& we stand ready to strengthen it further. 🇵🇱's support to 🇬🇪 is crucial, especially on the background of the ongoing processes in the region. pic.twitter.com/bI0phEYDT4
— Ilia Darchiashvili (@iliadarch) September 22, 2022