ცნობილია, 2025 წლის 4 მთავარი ფავორიტი ზოდიაქოს ნიშანი
1731702760
რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში, სადაც ჰემოდიალიზზე დამოკიდებული პაციენტები აუცილებელ სამედიცინო სერვისს მიიღებენ. ამის შესახებ ინფორმაციას რაჭა-ლეჩხუმში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს.
მათი ცნობით, დიალიზის კაბინეტი რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის დაქვემდებარებაში არსებულ, ვილიამ გოლეთიანის სახელობის ცაგერის სამედიცინო დაწესებულებაში გაიხსნება.
„სიახლე საავადმყოფოს პერსონალს რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა – გიორგი აბაიაძემ სახელმწიფო რწმუნებულთან პაპუნა მარგველიძესთან, რწმუნებულის მოადგილეებთან – ქრისტინე კობახიძესთან, ლევან ზალკალიანთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გააცნო.
ცაგერის სამედიცინო დაწესებულება შესაბამისი ინვენტარით აღიჭურვება და სპეციალისტებით დაკომპლექტება. დიალიზის სერვისის გამართვას ა(ა)იპ საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგი უზრუნველყოფს, რომელიც შპს რეგიონული ჯანდაცვის ცენტრს მართავს.
დიალიზზე დამოკიდებულ მოქალაქეებს სიცოცხლისთვის აუცილებელი სერვისის მისაღებად აღარ მოუწევთ სხვა რეგიონში, საცხოვრებელი ადგილიდან ათობით კილომეტრის დაშორებით ჩასვლა, მათ ექნებათ შესაძლებლობა დაზოგონ დამატებითი ხარჯები და დრო, რაც ასევე ხელს შეუწყობს მათ ჯანმრთელობის მდგომარეობას.
რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში დიალიზის პირველი კაბინეტი ამბროლაურში რამდენიმე
თვის წინ გაიხსნა. ცენტრი ამბროლაურსა და ონში მცხოვრებ პაციენტებს ემსახურება. ახალი კაბინეტი კი ძირითადად ცაგერისა და ლენტეხის მუნიციპალიტეტებსა და მიმდებარე სოფლების მცხოვრებლებზე იქნება გათვლილი.
დიალიზის კაბინეტის გარდა, დაგეგმილია ცაგერის კლინიკის ინფრასტრუქტურული განახლება, ასევე, გადაუდებელი დახმარების განყოფილების რეაბილიტაცია ახალი სტანდარტების შესაბამისად“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.