ცაგერის მუნიციპალიტეტში საავტომობილო გზების თოვლისგან წმენდის სამუშაოები მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა

ცაგერი

ცაგერის მუნიციპალიტეტში საავტომობილო გზების თოვლისგან წმენდის სამუშაოები მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. ამ დროისთვის გაწმენდილია ქალაქი ცაგერი და სოფლების უმეტესი ნაწილი.

ელექტროენერგია შეუფერხებლად მიეწოდება ქალაქს და ლეჩხუმის ყველა სოფელს.

დღის განმავლობაში, გზის გაწმენდით სამუშაოებს მაღალმთიან სოფლებში,მათ შორის-ღვირიშში, ნასპერსა და უცხერში, ეცნობოდნენ ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი რევაზ ახვლედიანი, მერის პირველი მოადგილე ვასილ საღინაძე, საკრებულოს თავმჯდომარე ჭაბუკი ჭაბუკიანი, მოადგილეები-მარიკა კოპალიანი,გიორგი გუგავა.

მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა, სხვადასხვა სოფლებში, პროდუქტი, მედიკამენტები და პირველადი მოხმარების ნივთები გადასცეს იმ ადამიანებს, რომელთაც ყველაზე მეტად ესაჭიროებათ თანადგომა არსებულ სიტუაციაში.

ხვალ კვლავ აქტიურად გაგრძელდება თოვლწმენდის  სამუშაოები  და ყველა დარჩენილ პრობლემურ მონაკვეთს მოიცავს.