ცაგერის მუნიციპალიტეტში „მწვანე თეატრის“ სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

ცაგერის მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს ,,მწვანე თეატრის“ სარეაბილიტაციო სამუშაოები

ცაგერის მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს ,,მწვანე თეატრის“ სარეაბილიტაციო სამუშაოები.  პროექტით გათვალისწინებულია ინფრასტრუქტურის განახლება, მათ შორის: სცენის, ლითონის ვიტრაჟების,საგრიმიორო ოთახების მოწყობა. მიმდინარეობს სველი წერტილების, არსებული ბილიკების, წყალმომარაგების სისტემის განახლება. შესასვლელში მოეწყობა ლითონის ახალი დეკორატიული ჭიშკარი. 

ამ ეტაპზე მიმდინარეობს ხიდიდან ,,მწვანე თეატრამდე" მისასვლელი გზით ბეტონით მოწყობის სამუშაოები. 

შესრულებული სამუშაოები დაათვალიერეს რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ ალუდა თუთისანმა, ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა რევაზ ახვლედიანმა, საკრებულოს თავმჯდომარემ ჭაბუკი ჭაბუკიანმა, მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა გელა მამარდაშვილმა.

პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 357 797 ლარია.სამუშაოები მიმდინარე წლის ოქტომბერში უნდა დასრულდეს.

სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება.