თელავში საზოგადოებრივ-პოლიტკურ მოძრაობა „თავისუფლების მოედანი“ დაფუძნდა

თავისუფალების მოედანი

დამფუძნებლების განმარტებით, მოძრაობა პოლიტიკური პროცესებითა და დემოკრატიის განვითარებით დაინტერესებული ყველა პირისათვის, ღიაა.

დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის ხელმაძღვანელის, არჩილ მჭედლიშვილის განმარტებით, მოძრაობას ხელმძღვანელი არ ეყოლება.

"მიზანი არის, რომ საქართველოს ქალაქებში დაფუძნდეს ეს მოძრაობა. აქ არ იქნება ხელმძღვანელი. ეს არის თავისუფლების მოედანი და დემოკრატიის განვითარებით დაინტერესებულ ყველა პირს, შეუძლია მოვიდე და ჩაერთოს პროცესებში. ძალიან ბევრი ადამინია, რომელსაც აინტერესებს პოლიტიკა, მაგრამ ვერ ახერხებს თავისი წვლილის შეტანას, ასეთი ადამიანებისთვისაა ეს გაერთიანება. რაც შეეხება, არჩევნებში მონაწილეობას, მე მგონია, რომ გამოკვეთილი ლიდერები, სხვადასხვა პარტიის პლატფორმიდან მიიღებენ მონაწილეობას"- განაცხადა მჭედლიშვილმა.

მოძრაობა " თავისუფლების მოედანი" რამდენიმე დღის წინ, თბილისშიც დაფუძნდა.

ახალი პოლიტიკური მოძრაობა მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრის (EEMCD) ხელმძღვანელმა, ლევან ცუცქირიძემ წარადგინა.