1740399858
თელავის უნივერსიტეტში, პოლონელმა პროფესორმა ქალთა შესახებ ლექციები ჩაატარა

იაკო გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში, პოლონეთის დაბროვა- გორნიცას WSB უნივერსიტეტის პროფესორმა, მონიკა ბანაქ -კოკოსკამ, ქალთა შესახებ, ლექცია წაიკითხა.
ოთხი დღის განმავლობაში, პოლონელმა პროფესორმა, ისტორიის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებს, ქალთა შესახებ სხვადასხვა ისტორიები გააცნო.
ისტორიის საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელებთან ერთად, მონიკა ბანაქ- კოკოსკამ სამომავლო გეგმებიც განიხილა.
საჯარო ლექციები, პოლონეთის დობროვა გორნიცას WSB უნივერსიტეტსა და თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის გაფორმებული ინსტერინსტიტუციური ხელშეკრულების ფარგლებში ჩატარდა.
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი, პოლონურ უნივერსიტეტთან მეორე წელია თანამშრომლობს .