1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
ოჯახური ძალადობის თემაზე თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან დისკუსია გაიმართა.
იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე, საგანამანათლებლო ლექცია მოისმინეს.
ლექცია- დისკუსიას ორგანიზაცია "უფლებები საქართველოში" წარმომადგენლები უძღვებოდნენ.
ადვოკატებმა, ჯუმბერ მაილაშვილმა და თამარ ჯეირანაშვილმა , სტუდენტებს საქართველოს კანონმდებლობაში შეტანილი სიახლეები გააცნეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს.
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები, გენდერული თანასწორობის, ოჯახური ძალადობისა და ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებზე ინფორმაციას სხვადასხვა ორგანიზაციებისა და სახელმწიფო უწყებებიდან, ინტენსიურად იღებენ.