თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი, კახეთის სამი მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მოსწავლეებმა დაათვალიერეს

კახეთი

იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი, კახეთის სამი მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მოსწავლეებმა დაათვალიერეს.

უნივერსიტეტის დიდ დარბაზში, ახმეტის, გურჯაანისა და ყვარლის საჯარო სკოლების უფროსკლასელებს,  რექტორი, შალვა ჭკადუა მიესალმა.

„სხავადასხვა ფაკულტეტზე გვაქვს ძალიან საინტერესო და თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი სპეციალობები. სტუდენტები გადიან  პრაქტიკას და ჩვენს კურსდამთავრებულებს დასაქმების მაღალი პერსპექტივა აქვთ. საშუალება გვაქვს სტუდენტი  გავაგზავნოთ გაცვლითი პროგრამებით, სხვადასხვა უცხოურ უნივერსიტეტებში. აქ  მუშაობს მაღალკვალიფიციური აკადემიური პერსონალი და ყველა პირობაა ცოდნის შესაძენად“, - მიმართა ჭკადუამ მოსწავლეებს.

სტუმრებმა მიიღეს ინფორმაცია საერთაშორისო გაცვლით პროგრამებზეც, რომლებსაც თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის წამყვან საგანმანათლებლო დაწესებულებებთან ერთად ახორციელებს.

რექტორთან კითხვა - პასუხის ფორმატში  შეხვედრის შემდეგ, მოსწავლეები,  უნივერსიტეტში  არსებულ ყველა სპეციალობას უშუალოდ  ფაკულტეტებზე გაეცნენ, ნახეს კაბინეტ - ლაბორატორიები და თავადვე ჩაატარეს შესაბამისი ცდები.

საჯარო სკოლების მოსწავლეებმა დაათვალიერეს  უნივერსიტეტის ახალრეაბილიტირებული ინფრასტრუქტურა,

ბიბლიოთეკა, მიიღეს ინფორმაცია  სტუდენტური სპორტული და კულტურული ცხოვრების შესახებ.

შეხვედრები, რეგიონის სხვადასხვა მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების უფროსკლასელებთან კვლავ გაგრძელდება.