თელავის ხევი კალაპოტს დაუბრუნდა - რა მდგომარეობაა ამ დროისთვის ადგილზე

სტიქია თელავში

ჩატარებული მასშტაბური სამუშაოების შედეგად, თელავის ხევი კალაპოტს დაუბრუნდა და რისკი იმისა, რომ წყალი საცხოვრებელი სახლების ტერიტორიაზე გადმოვიდეს, მოხსნილია.

უსაფრთხოების მიზნით, სტიქიის ზონიდან გუშინ, გვიან ღამით გაყვანილი ოჯახები საკუთარ საცხოვრებელ სახლებს უკვე დაუბრუნდნენ.

სტიქიის შედეგად კახეთში განადგურდა ინფრასტრუქტურა, დანგრეულია ხიდი, დატბორილია საცხოვრებელი კორპუსები, კომერციული და საჯარო შენობები.