რატომ არ უნდა დატოვოთ ტელეფონის დამტენი დენის წყაროში
1734037881
ქრისტეს შობის დღესასწაულთან დაკავშირებით, ქუთაისში ალილოს ტრადიციული მსვლელობა გაიმართა. შობის მახარობლები ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა, მეუფე იოანემ სასულიერო პირებთან ერთად დალოცა.
საშობაო მსვლელობას შეუერთდნენ იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი შენგელია.
„ვულოცავ ქუთაისს, მთელ იმერეთს და საქართველოს შობის დღესასწაულს. სასიამოვნოა ის, რომ ძალიან კარგი ტრადიცია აღვადგინეთ წელს, როგორც ქუთაისში ასევე, იმერეთის ყველა მუნიციპალიტეტში იმართება საშობაო მსვლელობა და ჩვენს მოსახლეობას, ვჩუქნით სასიამოვნო საშობაო წუთებს“, - ზვიად შალამბერიძე.
შობის მახარობლებმა ქუჩაში მსვლელობითა და გალობით მოსახლეობას დღესასწაული მიულოცეს, შეგროვილ სურსათ-სანოვაგეს სხვადასხვა დღის ცენტრების ბენეფიციარებს დაურიგებენ