1734811316
სენაკის მუნიციპალიტეტში 5 კილომეტრი სიგრძის სადრენაჟე არხის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს
შპს „საქართველოს მელიორაცია“ სამეგრელოში აბაშა-ტეხურას დამშრობი მასივის მოწესრიგების სამუშაოებს ახორციელებს, - ინფორმაციას საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
„სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოსირში მცენარეებისა და ნატანი მასისგან 5 კილომეტრი სიგრძის მაგისტრალური არხი იწმინდება.
ჩატარებული სამუშაოები არხის გამტარუნარიანობას გაზრდის. შედეგად, მუნიციპალიტეტში 120 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობზე სადრენაჟე მომსახურება აღდგება, რაც სასოფლო-სამეურნეო კულტურების წარმოების გაზრდას შეუწყობს ხელს.
სადრენაჟე სისტემაზე გაწმენდითი სამუშაოები ნოემბრის ბოლოს დასრულდება“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.