პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
სატრანსპორტო პოლიტიკა და თანამედროვე ტრანსპორტი ჩვენი 8 პუნქტიანი გეგმის ერთ-ერთი პრიორიტეტი გახლდათ - ამის შესახებ ოზურგეთის მერმა, ავთანდილ თალაკვაძემ სხდომაზე ისაუბრა.
„საკრებულოს უკვე წარვუდგენთ პროექტს - სატრანსპორტო სისტემის განახლება ოზურგეთისთვის და ვიწყებთ ამ კუთხით რეფორმების გატარებას. რეფორმა მოიცავს საზოგადოებრივი ტრანსპორტის და მასთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურის განახლებას - თანამედროვე ავტობუსები, მოსაცდელები, დროის გრაფიკი და მარშრუტები, კერძო ავტობუსების ინტეგრირება საერთო სისტემაში - ეს იქნება პროექტის ძირითადი კომპონენტები. მინდა დავავალო ჩემს მოადგილეებს, დაასრულონ პროექტზე და მისი დაფინანსების წყაროებზე მუშაობა, რათა შევძლოთ უკვე მისი განხორციელება“ - განაცხადა თალაკვაძემ.