საკალათბურთო გუნდმა „ახალციხემ“ კიდევ ერთი გამარჯვება მოიპოვა

ახალციხე

ახალციხის მუნიციპალიტეტის საკალათბურთო გუნდმა „ახალციხემ“ კიდევ ერთი გამარჯვება მოიპოვა.

ქალაქ თელავში გამართულ A ლიგის ეროვნული ჩემპიონატის მე-2 ტურის მატჩში, ახალციხის „ახალციხე“ თელავის  „ბურჯს“ დაუპირისპირდა.  საინტერესო და სანახაობრივი თამაში ახალციხის გუნდის სასარგებლოდ, ანგარიშით 100:97 დასრულდა.

საკალათბურთო მატჩს ახალციხელ გულშემატკივრებთან ერთად მუნიციპალიტეტის მერი ვარლამ წიკლაური და საკრებულოს თავმჯდომარე საბა კბილაშვილი დაესწრნენ.

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია გუნდს მორიგ  გამარჯვებას ულოცავს  და ჩემპიონატის მომდევნო შეხვედრებში წარმატებებს უსურვებს.