პროკურატურა ლევან ჯანგველაძის შეკვეთით და ანგარებით განზრახ მკვლელობის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
1769603827
რა სერიოზული მოსმენა და ბრიფინგიც უნდა გამართულიყო ჰელსინკის კომისიაში, ისეთი სერიოზული მიზეზი ჰქონდა ამ მოსმენის გადადებას, - განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა ჰელსინკის კომისიაზე საუბრისას.
მისივე თქმით, როგორც თავად თქვეს, რაღაც მსუბუქმა ზამთრის თოვლმა შეაშინა და მოსმენა გადაიდო.
„ეს არის ჰელსინკის კომისია, რომელსაც აპროვოცირებს და წარმართავს ჯო უილსონი, რომელიც საქართველოს ადანაშაულებს იმაში, რომ ჩინეთთან აქვს კომუნიკაცია მაშინ, როდესაც საკუთარი ქვეყნის პრეზიდენტი აქტიურად თანამშრომლობს როგორც ჩინეთთან, ასევე რუსეთთან. მეორე მხარეს ამ კომისიაზე უნდა მოესმინათ ლორა თორნტონისთვის, რომელიც ქართულ ოპოზიციას აგულიანებდა და ასწავლიდა როგორ ჰქონოდათ აქციებზე მსხვერპლი იმისთვის, რომ რადიკალური ცვლილებები მიეღწიათ“, - აღნიშნა ნინო წილოსანმა.
უამინდობით გამოწვეული შეფერხებების გამო, აშშ-ის ჰელსინკის კომისიამ საქართველოში არსებული ვითარების შესახებ დაგეგმილი ბრიფინგი გადადო.