რა არ უნდა განათავსოთ ხატებთან ერთად და როგორ უნდა მოაწყოთ სიწმინდეების კუთხე
1747857127
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საძოვრების ხელმისაწვდომობის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, 21 მაისიდან ხელმისაწვდომია 8611.56 ჰექტარი საძოვრის იჯარით აღება. განცხადებების მიღება 27 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება, - აღნიშნულია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მათივე განცხადებით, გამოქვეყნებულია 138 ერთეული (8611.56 ჰა) იჯარით გასაცემი საძოვრის მონაცემები: სამცხე-ჯავახეთის - 18 (1,478.93 ჰა), კახეთის - 48 (3,930.22 ჰა), ქვემო ქართლის - 28 (2,069.48 ჰა), შიდა ქართლის - 13 (379.02 ჰა), მცხეთა-მთიანეთის - 6 (97.03 ჰა), იმერეთის - 18 (622.67 ჰა), სამეგრელო-ზემო სვანეთის - 5 (25.21 ჰა), რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის - 2 (9.01 ჰა).
„სახელმწიფო პროგრამის ცამეტი ეტაპის ფარგლებში, სულ გამოქვეყნდა 527 საძოვრის კატეგორიის მიწის ნაკვეთის მონაცემები, საერთო ფართობით 50, 375.49 ჰა. დღეის მდგომარეობით, იჯარით გაცემულია 222 მიწის ნაკვეთი, საერთო ფართობით 20, 760.85 ჰა. 55 მიწის ნაკვეთი (7,370.70 ჰა) გაიცა აუქციონის გზით, ხოლო 167 ერთეული (13, 390.15 ჰა) - პირდაპირი გადაცემის გზით.
მე-14 ეტაპზე იჯარით გასაცემი საძოვრების შესახებ დეტალური ინფორმაცია განთავსებულია სსიპ მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტოს და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ვებგვერდებზე (www.land.gov.ge; www.mepa.gov.ge).
„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საძოვრების ხელმისაწვდომობის“ სახელმწიფო პროგრამა 2021 წლიდან ხორციელდება. იგი მსხვილფეხა და წვრილფეხა რქოსანი პირუტყვის მფლობელ ფერმერებს საშუალებას აძლევს, სასურველი საძოვარი აუქციონის გზით მიიღონ და სამწლიანი იჯარის ხელშეკრულების ფარგლებში განკარგონ. პროგრამა, საძოვრებზე ლეგიტიმური კერძო პასუხისმგებლობის გაჩენით, ხელს უწყობს მათ რაციონალურ გამოყენებას, დეგრადაციისგან დაცვასა და მეცხოველეობის დარგის განვითარებას“, - აცხადებენ სამინისტროში.
მე-14 ეტაპზე იჯარით გასაცემი საძოვრების შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://land.gov.ge/Ge/Projects/Ongoing/1013