პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
6-7 ივლისს სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის გზის 39-ე კილომეტრზე მოძრაობა დროებით შემოსავლელ გზაზე გადაერთვება, - ამის შესახებ ინფორმაციას გზების დეპარტამენტი ავრცელებს და მძღოლებს აფრთხილებს:
"2022 წლის 6 ივლისის 10:00 საათიდან 7 ივლისის 20:00 საათამდე, სს „საქართველოს რკინიგზას" დაგეგმილი აქვს საერთაშორისო მნიშვნელობის სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის საავტომობილო გზის 39-ე კილომეტრზე, სადგურ ლესაში მდებარე ჯუმათი-ლანჩხუთის დაცულ სარკინიგზო გადასასვლელზე სავალი ფენილის და ლიანდაგის შეკეთების სამუშაოები, ასევე განხორციელდება სარკინიგზო გადასასვლელის საავტომობილო გზის მისასვლელებთან, ორივე მხარეს დაზიანებული ასფალ-ბეტონის საფარის აღდგენის სამუშაოები.
ზემოაღნიშნული საქმიანობის უზრუნველყოფის მიზნით, გზის სავალი ნაწილი დროებით ჩაიკეტება და ავტოტრანსპორტის მოძრაობა გადაერთვება დროებით შემოსავლელ გზაზე", - აცხადებენ გზების დეპარტამენტში.