პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
„პრაიმტაიმი“ იმ ავტობუსის მძღოლს ესაუბრა, რომელშიც 21 მაისს ქმარმა ახალგაზრდა ქალი მოკლა. რა მოხდა, როგორი იყო მკვლელობამდე ცოლ-ქმრის ქცევა და როგორ იქცეოდა მკვლელი სხვა მგზავრების მიმართ? - „პრაიმტაიმის“ კითხვებს 57 წლის მურმან პაპიძე პასუხობს.
როგორც მძღოლი იხსენებს, მოვლენები საკმაოდ სწრაფად განვითარდა. მუნიციპალური ტრანსპორტის დაძვრიდან რამდენიმე წამში საგზაო ხმაური მგზავრების ყვირილმა გადაფარა, ავტობუსი გაჩერდა და ადგილზე მოსულმა ექიმმა ქალის გადარჩენა ვერ მოახერხა, რადგან მას სიცოცხლესთან შეუთავსებელი ჭრილობები აღმოაჩნდა.
მიუხედავად იმისა, რომ მურმან პაპიძე მომხდარს დეტალურად იხსენებს, მაინც ბურუსით მოცული რჩება კითხვა - წინ რა გარემოება უძღოდა მკვლელობის ფაქტს?!
„მკვლელობის მომენტში ავტობუსში დაახლოებით 40-50 ადამიანი იქნებოდა. ეს ტრაგედია, გაჩერებიდან დაახლოებით, 40 წამში, მეტროდან 70 მეტრში მოხდა.
ავტობუსი იმდენად გრძელია, უკან თითქმის არაფერი ჩანს. უშუალოდ მკვლელობის დროს, ისეთი წივილ-კივილი იყო, მომენტალურად გავაჩერე, მეგონა, ვინმეს გადავუარე. თავიდან ვერ მივხვდი, რა მოხდა. წამებშივე შესაბამის სამსახურებს დავუკავშირდი და დახმარება ვითხოვე.
როცა სასწრაფოს ეკიპაჟი ადგილზე მოვიდა, ექიმმა მაშინვე თქვა, - ეს გოგო ვერ გადარჩება, ისეთი ჭრილობებიაო და დაიღუპა კიდეც...
მკვლელს სხვა მგზავრებზე მგონი, თავდასხმის მცდელობა არ ჰქონია. შოკიდან ახლაც ვერ გამოვსულვარ, შევშინდი, ვკანკალებდი... ავტობუსის მძღოლის ფორმა მაცვია და არ გამიტაცოს-მეთქი, ვფიქრობდი.
მძღოლად 25 წელია ვმუშაობ და ასეთი საზარელი შემთხვევა არასოდეს მომხდარა... ისეთი აურზაური იყო, დაღუპულის შვილები რა მდგომარეობაში იყვნენ, ვერ გავიგე. მე სათვალთვალო კამერის დაფიქსირებული კადრები არ მინახავს, პოლიციას ჩვენება უკვე მივეცი“. - ამბობს მურმან პაპიძე.