ბანკი ქართუ განცხადებას ავრცელებს
1770110508
რუსთავში, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით, ორი ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა და ერთის სრული რეაბილიტაცია სრულდება.
სამუშაოების მომდინარეობას, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორის მოადგილე ქვარა ჩართოლანთან, საქართველოს პარლამენტში რუსთავის დელეგატთან ირაკლი შატაკიშვილთან, საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა რეხვიაშვილთნ და მაჟორიტარ დეპუტატებთან ერთად გაეცნო.
„საბავშვო ბაღების მშენებლობისა და რეაბილიტაციის პროექტები, რომლებიც რუსთავში ცენტრალური ხელისუფლების მხარდაჭერით ხორციელდება, ჩვენთვის განსაკუთრებული მნიშვნელობის არის. 1000-ზე მეტი ბავშვი ძალიან მალე, თანამედროვე და უსაფრთხო გარემოში გააგრძელებს სასწავლო-სააღმზრდელო პროცესს. საბავშვო ბაღების ახალი ინფრასტრუქტურა ჩვენი პატარებისთვის არსებული სერვისების მნიშვნელოვნად გაუმჯობესების შესაძლებლობას გვაძლევს“, - განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.
რუსთავში, საბავშვო ბაღების სარეაბილიტაციო და სამშენებლო სამუშაოებს, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს.
„რუსთავში ორი ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა და ერთის სრული რეაბილიტაცია უახლოეს პერიოდში დასრულდება, ჯამში 1000-ზე მეტი ბავშვი თანამდროვე შენობებში გააგრძელებს სასწავლო-საღმზრდელო პროცესს. რა თქმა უნდა, ეს ბოლო პროექტები არ არის და მომავალში, რუსთავში კიდევ ორი ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობას ვგეგმავთ, რომელიც ჯამში 600 ბავშვს მოემსახურება“, - განაცხადა საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორის მოადგილე ქვარა ჩართოლანმა.
რუსთავში მე-11-ე და 25-ე ბაგა-ბაღების ავარიული შენობების ადგილზე, ახალი, თანამედროვე სტანდარტების, მოზარდის საჭიროებებზე სრულად ადაპტირებული შენობების მშენებლობა, თითქმის დასრულებულია. სამივე ბაღში, ამ ეტაპზე, შიდა სარემონტო სამუშაოები მომდინარეობს. ახალი საბავშვო ბაღების ინფტასტრუქტურა კი ჯგუფების რაოდენობის გაზრდის შესაძლებლობას იძლევა. მე-11 საბავშვო ბაღი, 6-ის ნაცვლად 12, 25-ე ბაგა ბაღი, კი 12-ის ნაცვლად 18 სააღმზრდელო ჯგუფს მიიღებს და ჯამში 800-მდე მოზარდს მოემსახურება.
სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულების ფაზაშია 31-ე საბავშვო ბაღშიც, რომლის განახლებული სერვისითაც, ძალიან მალე, 300-ზე მეტი რუსთაველი ბავშვი ისარგებლებს.
ბანკი ქართუ განცხადებას ავრცელებს
1770110508
ოქროზე ფასი შეიცვალა - უახლესი მონაცემები
1770064676