GWP წყალმომარაგების შეზღუდვაზე ინფორმაციას ავრცელებს
1737135310
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 65.5 %-ით გაზრდილმა ბიუჯეტმა, რუსთავს კიდევ უფრო მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების შესაძლებლობა გაუჩინა. რუსთავის 2025 წლის ბიუჯეტიდან დაფინანსებული ინფრასტრუქტურულ პროექტებში, ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება ახალი საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა და შიდა ეზოების რეაბილიტაციაა.
გიორგი ჭყონდიდელის სახელობის უბანში შიდა ეზოების ინფრასტრუქტურის სრული განახლება მოხდება. ჯავახიშვილის, გიორგაძის და გრანელის ქუჩებზე შიდა ეზოებში, ახალი სანიაღვრე ქსელი, ასფალტ-ბეტონის საფარი, ბორდიურები და ტროტუარები მოწყობა.
ინფრასტრუქტურული პროექტი, მოსახლეობას რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ, საქართველოს პარლამენტში რუსთავის დელეგატთან ირაკლი შატაკიშვილთან ერთად ადგილზე გააცნო.
,,რუსთავში შიდა საუბნო სივრცეების განვითარებას და მოწესრიგებას ვაგრძელებთ. წლების განმავლობაში მოსახლეობის ძალიან დიდი მოთხოვნა იყო და ჩვენ წელს ვიწყებთ პროექტს, რომელიც 11 საცხოვრებელი კორპუსის შიდა საუბნო გზების სრულ რეაბილიტაციას ითვალისწინებს. პროექტით ჯავახიშვილის, გიორგაძისა და გრანელის ქუჩების შიდა ეზოებში მოეწყობა ასფალტის საფარი, ბორდიურები, ტროტუარები, ასევე სანიაღვრე სისტემები“, - განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.
ელექტრონული ტენდერი უკვე გამოცხადებულია. პროექტის სატენდერო ღირებულება 1 მილიონ ლარს შეადგენს
და მთლიანად სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება. რუსთავში, ამ დროისთვის ჯამში 74 912 000 ლარის ღირებულების ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაა დაგეგმილი, მათი ნაწილი 2025 წელსვე დასრულდება.