მძიმე ავარია რუსთავი-თბილისის მაგისტრალზე - რა ხდება ამ წუთებში ადგილზე
1737143928
აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ცნობილი მსახიობები მელ გიბსონი, სილვესტერ სტალონე და ჯონ ვოითი ჰოლივუდში სპეციალურ წარმომადგენლებად დანიშნა. ინფორმაციას ამის შესახებ „სიბიეს ნიუსი“ ავრცელებს.
აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, სპეციალურ წარმომადგენლებს ჰოლივუდში ბიზნესშესაძლებლობების ხელშეწყობა დაევალათ.
„ჩემთვის პატივია, გამოვაცხადო ჯონ ვოითი, მელ გიბსონი და სილვესტერ სტალონე სპეციალურ ელჩებად დიდ, მაგრამ ძალიან პრობლემურ ადგილას, ჰოლივუდში, კალიფორნიაში. ისინი იქნებიან ჩემთვის სპეციალური წარმომადგენლები, რათა ჰოლივუდმა, რომელმაც ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ბევრი ბიზნესი დაკარგა უცხო ქვეყნებში, დაბრუნდეს – უფრო დიდი, უკეთესი და ძლიერი, ვიდრე ოდესმე“, – დაწერა დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში.
როგორც მედია წერს, სამივე ცნობილი ფიგურა ბოლო დროს ტრამპსა და მის საარჩევნო კამპანიასთან ასოცირდება. გაურკვეველია, რას მოიცავს მათი როლები. მელ გიბსონმა საჯაროდ დაუჭირა მხარი ტრამპს ნოემბრის არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე გამოქვეყნებულ ვიდეოში. მან ასევე გააკრიტიკა ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი. სილვესტერ სტალონემ არჩეული პრეზიდენტი ამერიკის პირველ ლიდერს შეადარა და მას მეორე ჯორჯ ვაშინგტონი უწოდა. ჯონ ვოითი ტრამპის დიდი ხნის მხარდამჭერია და მას აბრაამ ლინკოლნის შემდეგ უდიდეს პრეზიდენტს უწოდებს.
ტრამპის ურთიერთობა ჰოლივუდთან დაძაბულობითა და დაპირისპირებით იყო სავსე. 2019 წლის აგვისტოში, პირველი ვადის განმავლობაში ტრამპმა გააკრიტიკა კინოინდუსტრია, მას რასისტული უწოდა და დაადანაშაულა ძალიან სახიფათო ფილმების შექმნაში.
ტრამპმა აღნიშნა, რომ ჰოლივუდი უზარმაზარ ზიანს აყენებს ქვეყანას კონტენტის წარმოებით, რომელიც ძალადობასა და განხეთქილებას იწვევს. ტრამპის პოზიციას იმიგრაციასთან, კლიმატის ცვლილებასა და სოციალურ სამართლიანობასთან დაკავშირებით მწვავე კრიტიკა მოჰყვა ცნობილი ადამიანების მხრიდან, როგორებიც არიან მერილ სტრიპი და რობერტ დე ნირო.
ცნობისთვის, ლოს ანჯელესი ამჟამად იბრძვის ტყის ხანძრების შესაკავებლად, რომლებმაც ათასობით სახლი და შენობა გაანადგურა. ზარალი დაახლოებით 250 მილიარდ დოლარს შეადგენს.