რუსთავში ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალურმა საბჭომ მრავალშვილიან დედებთან შეხვედრა გამართა

დედის დღე

ქალთა დღესასწაულებთან დაკავშირებით, რუსთავის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს ინიციატივით და იურიდიული დახმარების სამსახურის მხარდაჭერით, მრავალშვილიან დედებთან შეხვედრა გაიმართა.

ღონისძიების მონაწილეებმა, ქალთა უფლებები და ოჯახში ძალადობის პრევენციის საკანონმდებლო მექანიზმები განიხილეს. ყურადღება გამახვილდა უფასო სამართლებრივ სერვისებზე.

შეხვედრის ფარგლებში, მრავალშვილიან დედებს სიმბოლური საჩუქრებიც გადაეცათ.

რუსთავის მედიათეკაში გამართულ შეხვედრას რუსთავის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს თავმჯდომარე მარინა ლიპარტელიანი, საბჭოს წევრები, იურიდიული დახმარების სამსახურის ხელმძღვანელი დავით სიმონია და რუსთავის ბიუროს წარმომადგენლები დაესწრნენ.

მუნიციპალური საბჭოს სამოქმედო გეგმის ფარგლებში მსგავსი ფორმატის თემატური შეხვედრები ეტაპორივად გაგრძელდება.