რა ხდება ამ წუთებში ისრაელში - ბოლო ცნობები
1772480517
ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, შეერთებული შტატები და ისრაელი ომის დანაშაულებში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ თავდასხმები სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე მიზანმიმართული იყო. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
ირანმა განაცხადა, რომ ომის პირველ დღეს სამხრეთ ქალაქ მინაბში მდებარე გოგონათა სკოლაში 160-ზე მეტი მოსწავლე დაიღუპა. ირანის ცნობით, ასევე დაიბომბა თეირანის საავადმყოფო.
"ეს თავდასხმები ხორციელდება მიუხედავად აგრესორების განცხადებებისა, რომ მათ აქვთ ყველაზე მოწინავე სამხედრო აღჭურვილობა და ზუსტი მართვადი სისტემები“, - განაცხადა სამინისტროს წარმომადგენელმა ესმაილ ბაკაიმ X-ზე.
„შეერთებული შტატებისა და ისრაელის მიერ სამოქალაქო ინფრასტრუქტურის, სამედიცინო დაწესებულებების, სკოლებისა და მედია საშუალებების განზრახ დაზიანება და განადგურება, მშვიდობიანი მოსახლეობის სიცოცხლის პარალიზების მიზნით, წარმოადგენს აშკარა ომის დანაშაულს და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულს“, - დასძინა ბაკაიმ.
ცნობისთვის, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადანომ გებრეიესუსმა, ორშაბათს განაცხადა, რომ ისინი თეირანში, განდის სახელობის საავადმყოფოში მომხდარი ინციდენტის შესწვლაზე მუშაობენ.