„დიდი ამბები იქნება… მალე გაიგებთ რომ…“ - გოგა მანია
1732310547
რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომაზე, რუსთავის საწარმოების მონიტორინგის შედეგების განხილვას დაესწრო.
რუსთავის ჰაერის ხარისხის გაუმჯებესების თემაზე გამართულ საკომოტეტო მოსმენამდე, რუსთავის მერმა, გარემოს დაცვის სამინისტროსთან, პარლამენტის გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსების კომიტეტთან და ბიზნესასოციაციასთან ერთად, რუსთავის საწარმოო ზონაში არსებულ ყველა მსხვილ საწარმოში გამართა შეხვედრა.
ნინო ლაცაბიძემ, თავის გამოსვლაში, მონიტორინგის პროცესში გამოკვეთილ პრობლემებზე და მის შედეგებზე ისაუბრა. ,,დღეს, მე აქ რომ ვიყო როგორც უბრალო მოქალაქე, ან არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი, ნამდვილად ვიქნებოდი ძალიან ემოციური და მკაცრი იქნებოდა ჩემი მოთხოვნა სხვადასხვა საკითხის მიმართ.
აქ ესწრებიან რუსთავის საკრებულოს წევრები, ჩვენ თითქმის ყოველდღე ვხვდებით მოსახლეობას, გვქონდა შეხვედრები საწარმოებშიც, გვაქვს კომუნიკაცია იქ დასაქმებულ ადამიანებთანაც. პროცესი, რომელიც ახლა მიდის რუსთავის საწარმოებში, იქნება გარდამტეხი ჩვენი ქალაქისთვის და ალბათ ჩვენი ქვეყნისთვისაც. პირველი, მინდა გითხრათ ის, რაც თითოეულ რუსთაველს გვაწუხებს- გვინდა, რომ ჰაერის ხარისხის პრობლემა ძალიან სწრაფად მოგვარდეს." _ განაცხადა ნინო ლაცაბიძემ კომიტეტის სხდომაზე.
როგორც რუსთავის მერმა აღნიშნა, კონკრეტული საწარმოდან მავნე გაფრქვევის ოდენობა მუდმივი მონოტორინგის შედეგად უნდა დადგინდეს. ,,გვაინტერესებს, საწარმოების გადაიარაღებაზე დახარჯულმა თანხამ რა კონკრეტული და ხელშესახები შედეგი მგვიტანა. მნიშვნელოვანია, ამ საკითხზე გვქონდეს კონკრეტული პასუხი, რომ მოსახლეობას ვუთხრათ. მინდა მადლობა გითხრათ საწრმოების მონიტორინგის იმ ფორმატის მხარდაჭერისთვის, რამაც საშუალება მოგვცა, რომ ადგილზე გვენახა, თუ რეალურად რა ხდება საწარმოებში.
კანონის მიღების შემდეგ, ხშირად იყო საუბარი, რომ სიტუაცია გაუმჯობესდა, მაგრამ ქარხნების დახურულ კარს მიღემა, შეუძლებელი იყო ამაზე კონკრეტულად საუბარი. მიხარია, რომ ჩვენ შევძელით ძირითადი მსხვილი საწარმოების შემოწმება. კიდევ ბევრი საწარმოა, სადაც უნდა შევინარჩუნოთ ეს ფორმატი, რომ სამინისტროს, პარლამენტის, ბიზნესასოციაციის, მუნიციპალიტეტის ჩართულობით, ვაწარმოოთ პროცესის რეალური მომოტორინგი. "- განაცხადა ნინო ლაცაბიძემ და აღნიშნა, რომ მონიტორინგის კამპანიის პროცესში, რამოდენიმე საწარმოში, ძალიან უპასუხისმგებლო სიტუაცია დახვდათ და ამ შეხვედრებმა რეალური შედეგები გამოიღო.
„ამ შეხვედრების შემდეგ, იყო მომართვა საწარმოების მხრიდან მუნიციპალიტეტისადმი, შესაბამისი ნებართვების დაჩქარებული წესით გაცემის და ფილტრაციის სისტემისთვის შენობა-ნაგებობების მოწყობის თაობაზე. ჩვენ ამას ვაკვირდებით, ჩვენი გუნდის წევრები ჩართულები არიან ამ პროცესში. საწარმოებში ჩვენი მისვლით, ბევრი სასიკეთო ნაბიჯი გადაიდგა, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. კიდევ უფრო მეტი ჩართულობა უნდა უზრუნველვყოთ და კიდევ უფრო მკაცრად უნდა მოვითხოვოთ, რომ გამოიჩინონ სოციალური პასუხისმგებლობა და კანონის ფარგლებში მოაქციონ ის საწარმოო პროცესი, რაც აქვთ."-განაცხადა რუსთავის მერმა.
ნინო ლაცაბიძის თქმით, ერთ-ერთი დარღვევა, რომელიც ამ შეხვედრებმა გამოკვეთა, არის საწარმოო პროცესში წარმოქმნილი ნარჩენების არასწორი მართვა. რუსთავის მერმა თავისი გამისვლა, ჰაერის მართვის გეგმის გადახედვის და ამ დოკუმენტის აგლომერაციულ ჭრილში განხილვის ინიციატივით დაასრულა- ,,მე მაქვს ინიციატივა, რომ კიდევ ერთხელ გადავხედოთ ჰაერის მართვის არსებულ გეგმას და დავიწყოთ ახალ გეგმაზე მუშაობა. საწარმოები, რომელიც ჩვენ შევისწავლეთ და ჰაერის მართვის გეგმაში არის მოყვანილი, ტერიტორიულად განთავსებულია ძველ რუსთავში.
ახალ რუსთავს კიდევ სხვა პრობლემა აქვს ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების კუთხით, რაც რამოდენიმე დღის წინ მომხდარმა ძლიერმა ქარმა კიდევ უფრო თვალსაჩინო გახადა. თუ ჩვენ ჰაერის მართვის გეგმას არ შევიმუშავებთ აგლომერაციულ ჭრილში და ამ მიმართულებით არ განვიხილავთ დოკუმენტს, რუსთავს გაუჭირდება ატმოსფერული ჰაერის გაუმჯობესების პრობლემის მოგვარება. ჩემი თხოვნაა, დავიწყოთ ახალ დოკუმენტზე მუშაობა, რომელიც შეეხება სხვა მიმდებარე მუნიციპალიტეტებსაც.
იმედი მაქვს, რომ სამინისტრო იქნება კიდევ უფრო მკაცრი და საპარლამენტო დონეზეც იქნება მხარდაჭერა, რომ გარკვეული საკანონმდებლო ცვლილება თბილისთან და რუსთავთან ერთად, სხვა თვითმმართველი ქალაქების ნაწილშიც მოხდეს. ჩვენ უნდა შევძლოთ ადგილობრივად რომ მუნიციპალური ინსპექციის დონეზე ჩავერთოთ პროცესში, კიდევ უფრო მივეხმაროთ ერთმანეთს და გარემოს დაცვის უზრუნველყოფა ყველამ ერთად შევძლოთ."- განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.