პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ძლიერმა ქარმა რუსთავში პრობლემები შექმნა. რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე მერიის შესაბამის სამსახურებთან და საკრებულოს ფრაქცია ,, ქართული ოცნების" წევრებთან ერთად, ადგილზე გაეცნო ძლიერი ქარის შედეგებს.
სტიქიამ დააზიანა სახურავები, ელექტრო და გარე განათების სადენები, მოგლიჯა მრავაწლოვანი ხეები. უსაფრთხოების მიზნით რუსთავის კულტურისა და დასვენების ცენტრალურ პარკში შესვლა დროებით შეიზღუდა.
,,ინფორმაცია შემოდის როგორც ცხელ ხაზზე, ასევე ადგილებზე არიან გასული საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატები. ყველა მისამართზე ვიყავით, სადაც ქარმა სახურავები დააზიანა, როგორც კი ქარი ჩადგება დავიწყებთ სტიქიისგან მოყენებული ზარალის შესწავლას“, - განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ ჟურნალისტებთან საუბარში.
რამდენიმე მისამართზე სადაც ქარმა სახურავები ახადა და ხეები მოგლიჯა, მობილიზებული არიან რუსთავის მერიისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები.