როსტომ მაგრაქველიძემ სამუსიკო სკოლის პედაგოგებს ახალი სასწავლო წელი მიულოცა და სკოლას ახალი ინსტრუმენტები გადასცა

ასპინძა

ასპინძის მუნიციპალიტეტის მერმა როსტომ მაგრაქველიძემ, მერის მოადგილესთან ლევან ბერიძესთან ერთად, ა(ა)იპ ასპინძის ვალერიან მაღრაძის სახელობის სამუსიკო სკოლის პედაგოგებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა  და წარმატებული სასწავლო წელი უსურვა.

სასწავლო პროცესის ხელშეწყობისა და მოსწავლეებისთვის შესაბამისი სასწავლო გარემოს შექმნის მიზნით, ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიამ სკოლის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განახლებისთვის ახალი როიალი და ახალი პიანინოები  შეიძინა.

ახალი მუსიკალური ინსტრუმენტები მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს სასწავლო პროცესის ხარისხის გაუმჯობესებას და მოსწავლეებსა და პედაგოგებს მისცემს შესაძლებლობას, სასწავლო საქმიანობა თანამედროვე და უკეთეს პირობებში წარმართონ.

ამჟამად, ა(ა)იპ ასპინძის ვალერიან მაღრაძის სახელობის სამუსიკო სკოლაში 130 მოსწავლე ირიცხება.