4400 აბონენტს გაზის მიწოდება შეუწყდება - „თბილისი ენერჯის“ განცხადება
1755542420
რაჭაში, სოფელ უწერის ტყეში კავკასიური მურა დათვი მოკლული იპოვეს. ინფორმაცია სოციალურ ქსელში მოლაშქრე ნიკა გუგეშაშვილმა გაავრცელა.
მისივე თქმით, დათვი წამებით არის მოკლული, მას თათები აქვს დაჭრილი.
მურა დათვი შეტანილია საქართველოს „წითელ ნუსხაში“ .
მისი მოკვლა აკრძალულია და სისხლის სამართლის დანაშაულია. ერთი დათვის უკანონოდ მოპოვებით გარემოსათვის მიყენებული ზიანი 50 ათასი ლარით არის განსაზღვრული.