რაჭა- ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული მერიის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებს შეხვდა

racha lechkhumi

რაჭა- ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული პაპუნა მარგველიძე ცაგერის მუნიციპალიტეტის მერთან -გიორგი ნემსაძესთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან- ჭაბუკი ჭაბუკიანთან ერთად მერიის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებს შეხვდა.  

შეხვედრაზე განიხილეს მუნიციპალიტეტის მასშტაბით მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, მათ შორის, ქალაქ ცაგერში პრემიერ-მინისტრის ინიციატივით მიმდინარე პროექტი ,,განახლებული რეგიონები", რომელიც კოსტავას და რუსთაველის ქუჩებზე ფასადების განახლებას და ლადო ასათიანის სახელობის სკვერის რეაბილიტაციას ითვალისწინებს.

ისაუბრეს აგრეთვე იმ პროექტებზე, რომელთა განხორციელებაც შესაძლებელი იქნება ახლო მომავალში.

სახელმწიფო რწმუნებულმა ანგარიში მოისმინა სამსახურების ხელმძღვანელებიდან და დეტალურად გაეცნო სხვადასხვა სფეროში არსებულ მდგომარეობას და გამოწვევებს.

 სამუშაო შეხვედრას ესწრებოდნენ სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლები და ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეები.