ქობულეთის ახალი ბულვარი გაიხსნა

ქობულეთი

ქობულეთის ახალი ბულვარი გაიხსნა. სანაპირო ზოლის რეაბილიტაციისა და კეთილმოწყობის სამუშაოები, პრემიერ-მინისტრის ინიციატივით მიმდინარე პროგრამა "განახლებული რეგიონების" ფარგლებში, 2021 წლის ზაფხულში დაიწყო.

პროექტის მიხედვით, მდინარე აჭყვადან მდინარე კინტრიშამდე მდებარე 1 კმ-მდე სიგრძის სანაპირო ზოლზე ბულვარი მოეწყო - აშენდა გამყოფი კედელი, 2.5 მეტრის სიგანის ველობილიკი და 4 მეტრის სიგანის საფეხმავლო ბილიკი.

საფეხმავლო ბილიკის მიმდებარედ კი რეკრეაციული და კომერციული ზონები მოეწყო.