ავტოტრანსპორტით მგზავრთა გადაყვანის წესები იცვლება
1732685572
მთის კვირეულის ფარგლებში, დღეს, ღონისძიება რაჭაში-შოვში გაიმართა. პროექტი საქართველოს მთავრობის და უშუალოდ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით ხორციელდება.
ფესტივალს შოვმა უმასპინძლა, საფესტივალო სივრცეში გამოფენილი იყო ადგილობრივი მეწარმეების გამოფენა-გაყიდვა, ეთნოგრაფიულ-შემეცნებითი კუთხეები.
მთის დღეების მუსიკალურ პროგრამაში მონაწილეობდნენ ისეთი ცნობილი მუსიკალური ჯგუფები და მომღერლები, როგორებიც არიან: მუსიკალური ჯგუფი "გუფი ლენდი", ვოკალური ეთნო გუნდი "ბანი", ვოკალური და ინსტრუმენტალური მუსიკა პერფორმანსი "რეზო და ბავშვები", ანსამბლი "ჰერიო".
ფესტივალს რაჭა-ლეჩხუმ- ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული პაპუნა მარგველიძე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდა.
"დღეს ჩვენ აღვნიშნავთ ‘’მთის დღეებს’’ შოვში, რომელიც საქართველოს მთავრობის და უშუალოდ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით იმართება. სწორედ მთავრობის პრიორიტეტი გახლავთ, რომ მთას მიენიჭოს განსაკუთრებული მნიშვნელობა და ყოველწლიურად, ტრადიციულად ერთად აღვნიშნოთ ჩვენი ერთ-ერთი გამორჩეული სიამაყე ‘’მთის დღეები’’ - აღნიშნა სახელმწიფო რწმუნებულმა პაპუნა მარგველიძემ.