რა ხდება ონში, სადაც უამინდობის გამო, რამდენიმე სოფელი 2 დღით გარე სამყაროს იყო მოწყვეტილი

ონი

რთულმა მეტეოროლოგიურმა პირობებმა რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში შემავალ მუნიციპალიტეტებში სხვადასხვა სახის პრობლემები შექმნა, რომლის აღმოსაფხვრელად სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.

უამინდობამ ონის მუნიციპალიტეტში მოძრაობის შეფერხება, ხეების წაქცევა და მოსახლეობის უმრავლესობისთვის ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტაც გამოიწვია.

როგორც ონის მუნიციპალიტეტის მერიაში „პრაიმტაიმს“ უთხრეს, სოფლები გლოვა-ღები-ჭიორა 2 დღის განმავლობაში ქალაქის ცენტს მოწყვეტილი იყო. 

გლოვა-ღები-ჭიორა 2 დღის განმავლობაში გარე ქალაქის ცენტს მოწყვეტილი იყო. თუმცა, ადგილობრივი ხელისუფლება მოსახლეობას ყველა საჭირო ნივთით და პროდუქტით უზრუნველყოფდა, რაც მათგან იყო მოთხოვნილი. 

24 საათის განმავლობაში დადგინდა დაზიანებული უბნების დადგენა და შემდეგ აღდგენითი სამუშაოები. მიუხედავად ასეთი სირთულისა, ფორსმაჟორულად მუშაობდა ყველა შესაბამისი სამსახური, მუნიციპალიტეტები.

რეგიონის მასშტაბით მობილიზებულია 30 ერთეული მძიმე ტექნიკა, რომლის მეშვეობითაც ხდება პრობლემური გზების გაწმენდა, აგრეთვე საავტომობილო გზების დეპარტამენტის მხრიდან დამატებით მობილიზდა მძიმე ტექნიკა, რომელიც გადანაწილებულია მუნიციპალიტეტებზე საჭიროების მიხედვით. მოსახლეობას არც საკვების დეფიციტზე შეჰქმნიათ პრობლემა.“ - ამბობენ მერიაში.