პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
მწერალი და ჟურნალისტი ნანა აკობიძე, ცაგერის მუნიციპალიტეტში მომხდარი ტრაგედიისას დაღუპულ, ახალგაზრდა მასწავლებელზე წერს.
მისი ინფორმაციით, ზვავში მოყოლილი ახალგაზრდა კაცი, გელა ლიპარტელიანია, რომელიც , წლების განმავლობაში, საბერძნეთში ცხოვრობდა. საქართველოში დაბრუნების შემდეგ კი, თბილისიდან მშობლიურ სოფელში გადასახლდა და მასწავლებლად დაიწყო მუშაობა.
„ლეჩხუმში მივდიოდი, ჩემს სოფელში. შემოგვაღამდა, გზა იყო გაფუჭებული და ვერ ავედით სახლამდე - ტრასაზე გავჩერდით. მე აგიყვანთო - მანქანა გაჩერდა. არ მეცნო. მე გიცნობთო. მეზობელი სოფლიდან აღმოჩნდა - აფხაზეთში ვიყავით გადასახლებული, მერე მე დავბრუნდი, სოფელში ინგლისურს ვასწავლიო. აგვიყვანა, აგვარბენინა. ვეპატიჟე, არ შემოგვყვა სახლში. ვაიმე, რა ვაჩუქო-მეთქი და წიგნი მომხვდა ხელში, აფხაზეთის ომის ანთოლოგია. ამაზე უკეთესს ვერაფერს მაჩუქებდით, ალბათ იმიტომ შეგხვდით დღეს, რომ ეს წიგნი გეჩუქებინათო.
ახალგაზრდა მასწავლებელი გელა ლიპარტელიანი - დიდთოვლობაში მაინც წავიდა სახლიდან, რომ გაკვეთილზე შესულიყო მეორე დღეს. ზვავმა მოიყოლა მანქანით. დილიდან ვრცელდება ინფორმაცია, რომ ცაგერში ზვავმა მამაკაცი მოიყოლა.
თუ შეიძლება, დააკონკრეტეთ, რომ ზვავმა მოიყოლა მასწავლებელი გელა ლიპარტელიანი, რომელიც ქალაქიდან დაბრუნდა სოფელში იმისთვის, რომ ესწავლებინა ბავშვებისთვის ინგლისური. და არა მარტო.“ - წერს ნანა აკობიძე.