„5-6 თვეში, ვხედავ...“ - გოგა მანია საქართველოსა და მსოფლიოზე
1751482200
ქუთაისში „ნინოშვილის სკვერის „ რეაბილიტაცია დასრულდა. განახლებულ სარეკრეაციო სივრცეში მოეწყო საფეხმავლო და ველობილიკები, საბავშვო ატრაქციონები, სპორტული მინი-მოედანი. განახლდა შადრევანი, სარწყავი და სანიაღვრე სისტემები, გაკეთდა თანამედროვე განათება.
მრავალფეროვანი გახდა პარკის დენდროლოგიური ნაწილი, დაირგო ახალი და მოწესრიგდა უკვე არსებული მრავალწლოვანი მცენარეები.
სკვერი ადაპტირებულია შშმ პირებისთვის. პარკის რეაბილიტაცია 1 250 736 ლარი დაჯდა და რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსდა.