ილია მეორემ ახალი ბრძანება გამოსცა, რომელიც 1 ივლისიდან ამოქმედდება
1751142237
ქალაქის მერი ორჯერადად იყო აცრილი „სინოფარმის“ ვაქცინით, ამჯერად კი „ფაიზერით“ აიცრა.
„იმისთვის, რომ პანდემია რაც შეიძლება მალე და ნაკლები ზიანით დავასრულოთ, ვაქცინაციას ალტერნატივა არა აქვს. ამ პროცესში მნიშვნელოვანია ბუსტერ დოზებით დროულად აცრაც.იმედი მაქვს, ჩვენი თანაქალაქელები კიდევ უფრო აქტიურად ჩაერთვებიან ამ პროცესში და მალე ყველა ერთად დავუბრუნდებით ცხოვრების ჩვეულ რიტმს“, - განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა. ქუთაისის სამედიცინო დაწესებულებებში როგორც პირველადი, ასევე ბუსტერ დოზებით ვაქცინაცია ქვეყანაში არსებული ყველა ვაქცინითაა შესაძლებელი.