ქუთაისის მერიაში პროექტის ,,მერები ეკონომიკური ზრდისთვის " ხელმძღვანელებთან შეხვედრა გაიმართა

qutaisis meria

ქუთაისის მერიაში პროექტის " მერები ეკონომიკური ზრდისთვის " ხელმძღვანელებთან შეხვედრა გაიმართა.

მუნიციპალიტეტების "ეკო სმარტ ქალაქებად" ტრანსფორმაციის ჯგუფის სამუშაო შეხვედრა ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის ერთობლივი პროექტის - “მერები ეკონომიკური ზრდისთვის” (M4EG) ფარგლებში ჩატარდა.

ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი შეხვდა პროგრამის მენეჯერს ტიბო შარლეს, საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელის მოადგილეს ანა ჩერნიშოვას, M4EG რეგიონულ მენეჯერს თინა სტოუმს, M4EG პროექტის მენეჯერს თიკო ტყეშელაშვილს, M4EG ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების კოორდინატორს ოთარ კონჯორიას, სამუშაო ჯგუფის წარმომადგენლებს. წარმოდგენილი იქნა ანგარიში იმ საქმიანობის შესახებ, რაც ქუთაისის მუნიციპალიტეტში ბოლო ექვსი თვის განმავლობაში განხორციელდა.

„ქუთაისისთვის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება და დღეს ამ პროექტზე მომუშავე მხარეები შევხვდით ერთმანეთს. შეხვედრის მთავარი მიზანი იყო პროექტის პირველ ეტაპზე მომზადებული დოკუმენტაციის წარდგენა, რომელიც განსზღვრავს, თუ როგორ უნდა გარდაიქმნეს ქუთაისი „ეკო სმარტ ქალაქად“. ვიმსჯელეთ იმ აქტივობებსა და კამპანიებზე, რომელსაც ამ პროექტის ფარგლებში განვახორციელებთ. როგორც ჩვენმა სტუმრებმა UNDP-დან განაცხადეს, ქუთაისის მუნიციპალიტეტი ერთ-ერთი საუკეთესოა პროექტის მონაწილე თვითმმართველობებს შორის, საკითხისადმი ინოვაციური მიდგომებითა და ეფექტურობით. ვისაუბრეთ UNDP-ის მიმდინარე ხელშეწყობაზე და სამომავლო ინიციატივებზე, რომლებიც ქუთაისის მუნიციპალიტეტის ინოვაციურ, კლიმატგონივრულ და მდგრად განვითარებას ემსახურება, ასევე, თანამშრომლობის მომდევნო ეტაპებზეც. ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ დაიწყება კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა , რათა ქუთაისი გახდეს „ეკო სმარტ ქალაქი“.- განაცხადა იოსებ ხახლეიშვილმა.

პროექტი ითვალისწინებს 3 ინიციატივას: საინფორმაციო საკომუნიკაციო ქსელი; ეკო სმარტ ურბანული ტრანსფორმაციები; ტალანტები მწვანე ურბანული ინოვაციისთვის.