ქალთა სპორტის ხელშეწყობის მიზნით,  რუსთავის მერია,  გოგონათა საფეხბურთო გუნდს, საერთაშორისო ტურნირზე გამგზავრებას დაუფინანსებს

ქალთა სპორტის ხელშეწყობის მიზნით,  რუსთავის მერია,  გოგონათა საფეხბურთო გუნდს, საერთაშორისო ტურნირზე გამგზავრებას დაუფინანსებს

რუსთავის  გოგონათა  საფეხბურთო გუნდი, ესტონეთის  საერთაშორისო ტურნირში - „Poseidon Girls Cup 2026” მიიღებს მონაწილეობას.

15 წლამდელ გოგონათა საფეხბურთო გუნდი,  ესტონეთში რუსთავის მერიის ფინანსური მხარდაჭერით გაემგზავრება.  ტურნირამდე კი ისინი ინტენსიურ  ვარჯიშებს ახალ ტექნიკურ სტადიონზე გადიან. 

ახალგაზრდა სპორტსმენებს, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე შეხვდა და  წარმატება უსურვა მათ.

„რუსთავში, სპორტის განვითარების სტრატეგიის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია სხვადასხვა სახეობებში, მათ შორის ფეხბურთში, გოგონათა ჩართულობა. სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებითა და ჩვენი სპორტსმენების წახალისებით, ვცდილობთ მეტი მოტივაცია მივცეთ მათ, იმისთვის, რომ წარმატებულები იყვნენ და მეტი გამარჯვებები მოიპოვონ,“- განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ. 
ქალთა  საფეხბურთო გუნდი,

რუსთავში 2023 წელს ჩამოყალიბდა და პირველ წარმატებებს უკვე მიაღწიეს. საქართველოს ჩემპიონატზე, რომელიც ასაკობრივ გუნდებს შორის გასულ წელს პირველად ჩატარდა,  რუსთაველმა გოგონებმა მეოთხე ადგილი დაიკავეს.

ქალთა სპორტის ხელშეწყობა, რუსთავის მერიის სპორტის განვითარების სტრატეგიის ერთ-ერთი მიმართულებაა. ქალაქის მერიის სტიპენდიით  ამ ეტაპზე 22 წარმატებული  სპორტსმენი გოგონა სარგებლობს. უმაღლეს ლიგაში მოასპარეზე ფრენბურთელ გოგონებს კი ცოტა ხნის წინ,  რუსთავის მერიამ ყოველთვიური ანაზღაურება დაუნიშნა.