პანკისში ქისტი უხეცესის, ხასო ხანგოშვილის ხსოვნას საღამო მიეძღვნა

პანკისი

ქისტი საზოგადო მოღვაწის და ისტორიკოსის ხასო ხანგოშვილისა და მისი ვაჟის, გებიშ ხანგოშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო პანკისის ხეობაში, სოფელ დუისში ჩატარდა.ხეობაში ხასო ხანგოშვილის ოჯახის, წევრები, ქისტი, ჩეჩენი და ქართველი მეგობრები, მწერლები, კავკასიური სახლის წარმომადგენლებმა და თანასოფლელები შეიკრიბნენ.მწერლის ქალიშვილმა, მექა ხანგოშვილმა, მამის შემოქმედებაზე ისაუბრა."მამაჩემის ისტორიული ნარკვევები ,,ქისტები" ,,აბრაგები" , ,საღვთო წიგნები" ,, ქართულ ვაინახური მიგრაციები", ასევე მოთხრობების კრებული ,, მონადირის მოგონებები" ქართულ- ქისტური და ქართულ- კავკასიური ურთიერთობების საუკუნოვან ისტორიას ასახავს. ამ ურთიერთობების განვითარებაში ხასო ხანგოშვილიდ უდიდესი წვლილი ხასო ხანგოშვილს მიუძღვის" - განაცხადა მექა ხანგოშვილმა.ხასო და გებიშ ხანგოშვილების ხსოვნის საღამო პანკისის ხეობის მცხოვრებლებმა, სახალხო დოღით დაასრულეს.