გზებზე უწყვეტი წითელი ზოლი გამოჩნდა - რას ნიშნავს ახალი მონიშვნა და რამდენია ჯარიმა
1790794934
26 ოქტომბერს ოზურგეთის მუნიციპალიტეტში „თანამონაწილეობისა და ჩართულობის ცენტრი სიპისის“ ორგანიზებით „ოზურგეთში მცხოვრებ სხვადასხვა ეროვნების წარმომადგენელ ქალთა ეკონომიკური შესაძლებლობების გაძლიერება - საჭიროებათა კვლევა“ პრეზენტაცია ჩატარდა.
პრეზენტაციას ესწრებოდნენ საკრებულოს წარმომადგენლები, მათ შორის საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია, საკრებულოს გენდერული თანასწორობის საბჭოს ხელმძღვანელი ნინო ჭანიშვილი. ასევე საკრებულოს აპარატის სხვა წარმომადგენლები და პროექტის ბენეფიციარი ქალები.
კვლევა განხორციელდა პროექტის: „ოზურგეთში მცხოვრებ სხვადასხვა ეროვნების წარმომადგენელ ქალთა ეკონომიკური შესაძლებლობების გაძლიერება - შინსაქმე ვაქციოთ პროფესიად“ ფარგლებში.
კვლევის მიზანი იყო ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ეკონომიკურ საქმიანობაში ჩართული, სხვადასხვა ეროვნების წარმომადგენელი ქალების ეკონომიკური განვითარების კუთხით არსებული საჭიროებების გამოკვლევა, მათი ეკონომიკური გაძლიერებისა და სამოქალაქო ინტეგრაციის ხელშეწყობა.
კვლევის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენდნენ მაღალმთიანი რეგიონიდან ჩამოსახლებული ეკომიგრანტები (სოფლები: ლაითური, მთისპირი ნარუჯა), რეპატრიანტი მუსლიმი მესხები (ნასაკირალის დასახლება) და სომხური თემის და ქართულ-პოლონური დიასპორის წარმომადგენელი ქალები (ქ. ოზურგეთი).
კვლევის ამოცანები პროექტის გუნდის მიერ თავიდანვე განისაზღვრა და როგორც პრეზენტაციაზე ითქვა, ეს იყო მოწყვლად ჯგუფებსა და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის კომუნიკაციის ხელშეწყობა და დიალოგის წარმოება, გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ქალების ჩართულობის გაზრდა და ასევე, ქალთა ეკონომიკური გაძლიერების მიზნით რეგიონში არსებული მიდგომების იდენტიფიცირება და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება.
კვლევის ავტორთა განცხადებით, სამეწარმეო საქმიანობაში ჩართული ქალების გამოკითხვების და ნარატიული ისტორიების გაანალიზების შედეგად საინტერესო და მნიშვნელოვანი მიგნებები და რეკომენდაციები შეიმუშავეს, რომელთა ძირითადი ნაწილიც პრეზენტაციაზე წარმოადგინეს:
კვლევა დადებითად შეფასდა ოზურგეთის საკრებულოს გენდერული თანასწორობის საბჭოს მიერ.
„ვფიქრობ აღნიშნული კვლევა ჩვენი სამსახურისთვის სამაგიდო დოკუმენტი გახდება, რომელსაც აუცილებლად გავიზიარებთ და პრაქტიკულად განვახორციელებთ. ამასთან კვლევაში მოცემული რეკომენდაციების მიხედვით მოხდება მომავალი წლის ბიუჯეტის დაგეგმვაც“ - განაცხადა მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე ნინო ჭანიშვილმა.
შეხვედრაზე ასევე გამოითქვა სურვილი პროექტის გაგრძელების შესახებ, რასაც თავის მხრივ მხარი დაუჭირეს საკრებულოს წარმომადგენლებმაც.
პროექტს „შინსაქმე ვაქციოთ პროფესიად“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობის თემის ქალებისთვის „თანამონაწილეობისა და ჩართულობის ცენტრი - სიპისი“, „ქალთა ფონდის“ ხელშეწყობითა და ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.
პუბლიკაცია შექმნილია ევროკავშირის მხარდაჭერით, მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია „თანამონაწილეობისა და ჩართულობის ცენტრი „სიპისი“ და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის შეხედულებებს.
