არუნ ხათრის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ახალი ინფორმაცია ვრცელდება
1762719919
ონკოლოგი გიორგი ღოღობერიძე განმარტავს, დროის რომელ მონაკვეთში და რა ხანგრძლივობითაა სასურველი ჩაძინება.
„თუ დღის განმავლობაში ჩაგეძინება 10 წუთით, გამოიღვიძებ ოდნავ ენერგიული. თუ ჩაგეძინება 20 წუთით, ორჯერ უფრო მეტად ენერგიული. მაგრამ თუ ჩაგეძინება ნახევარი საათით, ან 1 საათამდე დროით, მაშინ გაიღვიძებ დაღლილი. რადგან ძილის ერთი ციკლი სრულად ვერ დაასრულე. მაგრამ თუ ჩაგეძინება, მაგალითად, საათ-ნახევრით, ამ შემთხვევაში, იქნები ენერგია მოზღვავებული, რადგან ძილის ერთი ციკლი სრულფასოვნად გაიარე.
რომ ჩაგეძინოს დღის საათებში, გამოიყენე ყურის საცობი, ასევე თვალზე ნიღაბი და ეცადე, ეს შუადღის 2 საათამდე გააკეთო,“ - ამბობს ექიმი.