წყალი 12 საათით შეწყდება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი
1770926058
დღეს კალანდობაა. დღესასწაული ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შემოქმედის ეთნოგრაფიულ სივრცეში, კალანდობისთვის დამახასიათებელი უძველესი ტრადიციებით აღნიშნეს: აგუნას გადმოძახილი, მეკვლის ფეხადობა, ცხემლის ჭრა, ჩიჩილაკის დამზადება, ტრადიციულად გამოაცხვეს გურული ღვეზელი.
გაიმართა ქორეოგრაფიული და ფოლკლორული ანსამბლების კონცერტი, თეატრალური პერფორმანსი, ადგილობრივი ნაწარმის გამოფენა-გაყიდვა. ღონისძიება გალაკონცერტითა და ფეიერვერკით დასრულდა.