ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი კოლეგებთან ერთად, სამუშაო ვიზიტით ესტონეთში იმყოფება

ოზურგეთი

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი ავთანდილ თალაკვაძე კოლეგებთან ერთად, სამუშაო ვიზიტით ესტონეთში იმყოფება - ამის შესახებ ინფორმაციას, ოზურგეთის მერია ავრცელებს.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, 4 დღიანი ვიზიტი და პროგრამა, საქართველოს ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის, რომლის ფარგლებშიც ესტონური გამოცდილების გაზიარება მოხდება - რეგიონულ დონეზე ციფრული სერვისების დანერგვას უკავშირდება.

ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართება ტალინის მერიაში, ასევე, ელექტრონული მმართველობის აკადემიისა და ესტონეთის სხვადასხვა მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებთან.

პროგრამას ევროკავშირი და გაერო აფინანსებს.