რა მოხდა RAF-ის სცენაზე არმან ცარუკიანის ბრძოლის დასრულების შემდეგ
1783800223
რუსთავში ოქროსა და ვერცხლის მედალოსნების დაჯილდოების ღონისძიება გაიმართა. „ხმაური სიხარულისთვის“- ამ ლაიტმოტივით გაერთიანებული ორდღიანი ფესტივალი „ოქსიგენი“, რუსთავის სკოლების 2026 მედალოსნების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიით გაიხსნა. ფესტივალის წითელ ხალიჩაზე 213 წარმატებულმა ახალგაზრდამ გაიარა. მათ, ტრადიციულად რუსთავის მერიისგან ფულადი ჯილდო და ღონისძიების სპონსორების მიერ მომზადებული სხვადასხვა საჩუქრები გადაეცათ.
„ოქსიგენფესტის“ სცენაზე ასულ მედალოსნებს სკოლის წარმატებით დამთავრება მიულოცეს რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ და საქართველოს პარლამენტში რუსთავის დელეგატმა ირაკლი შატაკიშვილმა. მედალოსნებთან ერთად, JR.NBA GEORGIA 2026-ის A ლიგის პატარა ჩემპიონებს - რუსთავის 12-წლამდელ კალათბურთელთა გუნდსაც მიულოცეს გამარჯვება. „213 წარჩინებულ ახალგაზრდასთან ერთად, რომელთაც ცხოვრებაში პირველი გამარჯვება და წარმატება უკვე მოიპოვეს, სცენაზე უდიდესი სიამაყის გრძნობით ვიდექი. სწორედ მადლიერების ნიშნად გადასცემს მათ ქალაქი, როგორც ფულად ჯილდოს, ასევე მეხუთე წელია, აი ასეთ ლამაზ საღამოს ვუწყობთ. ჩვენი სურვილია, რომ მომავალში მათ კიდევ უფრო მეტი მოტივაცია ჰქონდეთ და აქტიურად გააგრძელონ წარმატებისკენ სვლა“, - განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.
მედალოსნების დაჯილდოების ღონისძიების შემდეგ, „ოქსიგენფესტის“ მუსიკალური ნაწილი დაიწყო და სცენა ჰიპ-ჰოპ შემსრულებლებმა და ჯგუფებმა დაიკავეს. დღეს საღამოს კი „ოქსიგენის“ სცენას ჯგუფი „რეგიონი“, „შერეკილები“, „ჯეობით პროდაქშენი და მეგობრები“, „პაპანუსი“ და „ალუზია" დაიკავებენ. „ოქსიგენ ფესტი“ რუსთავში პირველად 2022 წელს გაიმართა. ფესტივალის თანაორგანიზატორები „ოქსიგენის“ შემოქნედებითი ჯგუფი და რუსთავის მერია არიან. მუსიკალური ფესტივალის მთავარი სპონსორი - „აზოტი ინდორამა“.